რომან გოცირიძე უმრავლესობას: დღეს თქვენ ჩააგდებთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს, ამით ახდენთ ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის პარალიზებას

„დღეს კენჭისყრისას ჩვენ გავხდებით მოწმე კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯის, რომელსაც გადადგამს „ქართული ოცნება“. დღეს თქვენ ჩააგდებთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს, ორ კვალიფიცირებულ, პროფესიონალ ადამიანს. ჩააგდებთ იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებს თქვენს მიერ დაწესებულ მთავარ კრიტერიუმებს, ესაა მორჩილება უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, 5 თვის შემდეგ, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს ორ წევრს ვადა ამოეწურება, ეროვნულ საბჭოში დარჩება 5 წევრი.

„ხუთივე „ქართული ოცნების“ სკოლაგავლილია და ეროვნული საბჭო გახდება ფიქცია. ვინაიდან იმ ორ კანდიდატურას, რომელსაც პრეზიდენტი წარადგენს, თქვენ ჩააგდებთ, ამით ახდენთ ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის პარალიზებას, ძირს უთხრით მის დამოუკიდებლობას. დიდი ალბათობით შეჩერდება სავალუტო ფონდის პროგრამა. ამაზე ვინ აგებს პასუხს ეს უნდა მოგვახსენოთ დღეს“, – მიმართა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის მასშტაბურად უყურებდა, მათ შორის ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივას – ბოკუჩავა
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე – ყველაფერ იმას ვგულშემატკივრობ, რაც რუსეთს დაასუსტებს და ეს ძალიან მალე მოხდება