“დაიწყო საინფორმაციო კანალიზაციამ “ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივის პროპაგანდა.
დავით აქუბარდიასთან დავცინეთ მათ მიერ დაანონსებულ მორიგ რუსულ კანონს. ვთქვი, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები პროცენტულად, ვთქვათ, თუ 6 პროცენტია, ოცნების განცხადებით, თურმე ლგბტ პროპაგანდას ეს მაჩვენებელი 20 პროცენტამდე გაუზრდია. მაგ. თუ 150 კაციან პარლამენტში წესით 9 უნდა იყოს უმცირესობის წარმომადგენელი, პროპაგანდის შედეგად უკვე 30 გამხდარა მეთქი. ოპოზიცია იქნება ეს, უმრავლესობა თუ სასულიერო პირი, ეს სტატისტიკა ყველაზე ვრცელდება მეთქი. 3 ათას მღვდელში თუ წინათ 180 კაცი იყო თეორიულად უმცირესობის წარმომადგენელი, ახლა 600 გამხდარა მეთქი. მოკლედ, მაგრად დავცინეთ მდინარაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ პუტინის საარჩევნო პროგრამის ბნელ იდეებს, “იმედმა” კი ხედავთ, როგორ მოთარგმა?
საინფორმაციო კი არა სანაგვე ყუთია:))

მოკლედ, გვიყურეთ “კავკასიაზე” და სიმართლესაც გაიგებთ და ცოტას გაიცინებთ კიდევაც,”-წერს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე.


















