რომან გოცირიძე : ტურები რომ გამოძვრებიან ფილმებში და დაესევიან მსხვერპლს, ისე დაესხა თავს უმრავლესობა ოპოზიციას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, გუშინ, მთავრობის მიმართ ოპოზიციის ყველა განცხადება იყო პოლიტიკური შინაარსის, რამაც ”მორჩილი უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია”.

როგორც რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობის დეპუტატებმა ოპოზიციაზე ”ველური ცხოველებივით მოახდინეს თავდასხმა”.

„მთავრობა გუშინ ჩავარდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან, ფაქტობრივად ვამხილეთ ოპოზიციამ – ამ ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ არ ყოფილა ქვეყნის სასარგებლოდ რაიმე ნაბიჯი გადადგმული, ყველგან იყო უკუსვლა და ჩავარდნა, მოსახლეობის გაღატაკება და ლარის გაუფასურება. აი, სწორედ ამ სიმართლის მოსმენა არ უნდოდა მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას. გუშინ არ ყოფილა ოპოზიციიდან ერთი სიტყვაც კი, რომელიც ცდებოდა პოლიტიკურ შინაარსს და კორექტულობას. შეგვიძლია ვნახოთ, რომ ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად საპარლამენტო მუშაობის ჩარჩოში, მაგრამ აქ არის აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა. ისე ჩაივლის საპარლამენტო ვადა, დეპუტატები საკუთარ ელემენტარულ როლს ვერ გამოაჩენენ. გუშინ გაუხარდათ, რომ გაუჩნდათ ფუნქცია და დაინახეს, რომ რაღაცით შეუძლიათ წაადგნენ მთავრობას, ეს გამოიხატა იმაში, რომ უბრახუნებდნენ სკამებზე, უყვიროდნენ დეპუტატებს და არ გვაძლევდნენ მუშაობის საშუალებას. ყველაზე სამარცხვინოა ის, რომ თავდასხმა მოახდინეს, როგორც ველურმა ცხველებმა. ტურები, რომ გამოძვრებიან ფილმებში და დაესევიან მსხვერპლს, აი, ასეთი ეფექტი მოახდინეს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურ მოძრაობას” ძირი რაც უფრო ულპება, პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მით უფრო უხერხულ მდგომარეობაში დგება
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა