რომან გოცირიძე : წინასაარჩევნოდ აგებდნენ ასფალტს, აკეთებდნენ სკვერებს, ბაღებს…ამ ხარჯების ანაზღაურების პერიოდი დადგა

gociridze

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ფინანსთა სამინისტროსგან ოქტომბერში ჩარიცხული გრანტების შესახებ ინფორმაციას ითხოვს:

„მოგვაწოდონ ინფორმაცია რომელმა ორგანიზაციებმა ჩარიცხეს ოქტომბერში გრანტები და კრედიტები და რომელმა სახელმწიფო დაწესებულებებმა მიიღეს ეს თანხები ბიუჯეტის გვერდის ავლით. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ასეთ ინფორმაციას ჩვენ ფინანსთა სამინისტრო ვერ მოგვაწვდის. თქვენ ხედავდით წინასაარჩევნოდ უამრავ მანქანებს ქუჩაში, აგებდნენ ასფალტს, აკეთებდნენ სკვერებს, ბაღებს. როგორც ჩანს ამ ხარჯების ანაზღაურების პერიოდი დადგა და ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ დიდიძალი ოდენობის თანხები დაიხარჯა სწორედ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბათუმში მომხდარი ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა