ტრამპის არარეალისტური ინიციატივები, რომლის შესრულების ალბათობა არის ნულის ტოლი:
-კანადის მიერთება 51-ე შტატად,
-გრენლანდიის შესყიდვა,
-პანამის არხის მისაკუთრება,
-ღაზის სექტორის მოსახლეობის ( 2,1 მილიონი ადამიანი) გადასახლება მეზობელ სახელმწიფოებში,
– საშემოსავლო გადასახადის გაუქმება ( რომლის ხვედრითი წილი ამერიკის ფედერალურ ბიუჯეტში არის 50 პროცენტი) და მისი ჩანაცვლება ( ანუ დანაკარგების კომპენსირება) იმპორტის გადასახადის ზრდის მეშვეობით.
-ამერიკის შეერთებული შტატების გაეროდან გამოსვლა ( აბსურდლი იდეა, თუმცა მისი აღსრულების არც თუ ნულოვანი შანსით).
რაც შეეხება მცდარ ინიციატივებს, რომლებიც ნაწილობრივ შეიძლება განხორციელდეს და არა იმ ზომით, როგორც იმუქრება, არის შემდეგი: ჩინური, ევროპული, კანადური, მექსიკური საქონლის იმპორტის დამატებით დაბეგვრა , მიგრანტების ქვეყნიდან გაძევება, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციიდან ქვეყნის გამოყვანა ( კლიმატის, ჯანდაცვის და ა. შ. ).
გაუგებარ ინიციატივას განეკუთნება უკრაინაში იშვიათი ლითონების მარაგების 50 პროცენტის ( რომლის ღირებულება თითქოს 500 მილიარდი დოლარია) ამერიკისთვის გადაცემის მოთხოვნა. ამ რაოდენობის მსგავსი სახის ლითონების მარაგი უკრაინას არ გააჩნია და რაც აქვს, მისი მოპოვების ღირებულება ჯერ-ჯერობით იმდენად ძვირია, რომ დღემდე დიდი ინტერესი არც გამოუხატავთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტორებს.
და ეს ყველაფერი მისი ინაუგურაციიდან ანუ უფლებამოსილების ოფიციალურად აღიარებიდან მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში”,-წერს რომან გოცირიძე.