რომან გოცირიძე: თითოეულ ადამიანს ვინც ამ წინადადებას მისცემს ხმას გაასამართლებს ისტორია

რაც ხდება ნიშნავს, რომ ქვეყანაში მყარდება პოლიტიკური დიქტატურა, მე მოგიწოდებთ პარლამენტს, რომელმაც ამ მომართვას უნდა უყაროს კენჭი, ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, ნუ შეუწყობთ ხელს ქვეყანაში მძიმე ვითარების შექმნას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა.

„თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წინადადებას მისცემს ხმას, გაასამართლებს ისტორია, გაგასამართლებთ კანონი და გაგასამართლებენ საკუთარ ოჯახში. თქვენ ამ შემთხვევაში ხართ უმძიმეს მდგომარეობაში, ხართ ივანიშვილის სურვილის შემსრულებელი. ამ ქმედების გამო, ძალიან მძიმედ მოუწევს პასუხის გაცემა. არ მოგივიდეთ ისე, რომ ერთ ვერტმფრენში დათმოთ თქვენი შვიდი მილიარდი. რასაც ჩადიხართ, არის წარმოუდგენელი უკანონობა ქართული სახელმწიფოს წინაშე. არ მისცეთ ამ წინადადებას ხმა, პარლამენტს მოვუწოდებ, გამოიჩინოს პოლიტიკური სიბრძნე, კეთილსინდისიერება და ამ რეპრესიულ გადაწყვეტილებას არ დაუჭიროთ მხარი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი რომან გოცირიძეს: “თქვენ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე როგორ იქცევით და გარეთ, ქუჩაში როგორ მოიქცეოდით”