რომან გოცირიძე – შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას უღალატა „ქართულმა ოცნებამ“

შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას უღალატა „ქართულმა ოცნებამ“, მათ თავისებურად განმარტეს ამნისტიასთან დაკავშირებული საკითხები და ფაქტობრივად, ეს ამ ამნისტია გამოვიდა დამნაშავეების, იმ ადამიანების შესაწყალებლად, რომლებმაც 20 ივნისს ჩაიდინეს დანაშაული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის ჩანაწერი შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

„მთლიანად ეწინააღმდეგება ეს, როგორც სულისკვეთებას, ასევე იქ მიმდინარე განხილვების შინაარსს. თუ ვინმემ დაარღვია შარლ მიშელის შეთანხმება ამნისტიის მსგავსი კანონპროექტის ინიცირებით ეს, პირველ რიგში, არის „ქართული ოცნება“. დღესვე მივაწერდი ხელს დოკუმენტს, რომ არა ამნისტია, დღესვე მოვაწერდით ხელს თუნდაც ამნისტია ყოფილიყო ისეთი, რაც დანაშაულის ჩამდენი პირების სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე იტყოდა უარს. ყველა დანარჩენზე, გარდა ამნისტიისა „ნაციონალური მოძრაობა“ თანახმაა შეუერთდეს დოკუმენტს. ამ ფორმით არა“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში„ადვოკატთა ასოციაცია“ მართლმსაჯულების რეფორმაზე პარლამენტს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ ცდილობს, სანქცირების მექანიზმი გამოიყენოს, როგორც სადამსჯელო მექანიზმი