რომან გოცირიძე: საქართველოს მთავრობა ძველებურად სირაქლემის პოზაშია ჩაყუდებული

h4wyfrx3hscbk16“როცა სოციალურ ქსელში ატეხილია ხმაური იანდექს-ტაქსის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, რომლის რუკებზეც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა აღიარებული, საქართველოს მთავრობა ძველებურად სირაქლემის პოზაშია ჩაყუდებული და მომხდარზე არ ახდენს არავითარ რეაგირებას. არა და კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ცალსახად წერია, რომ სანქციებს ექვემდებარება არა მხოლოდ სათაო კომპანია, არამედ მისი შვილობილებიც, მიუხედავად მათი იურიდიული სტატუსისა.
როსნეფტს რომ ვერ მოერია, შეიძლება ზოგიერთისათვის რაღაც მისატევებელ არგუმენტად ჩანდეს, მაგრამ ტაქსი?
ტაქსი რომ თავსლაფს დაგასხამს, რას უნდა ელოდე ამ ხელისუფლებისაგან კარგს?!”-აცხადებს რომან გოცირიძე

Yandex Taxi–მ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად “აღიარა”

 

banner
წინა სტატიაშიYandex Taxi–მ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად “აღიარა”
შემდეგი სტატიადღეს საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები დუნკან ჰანტერი და მარკ სენფორდი ეწვევიან