რომან გოცირიძე – საქართველოს მოღალატე მთავრობამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია

საქართველოს მოღალატე მთავრობამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია – დასავლელი პარტნიორების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ რუსულ პოლიტიკაზე ადეკვატური რეაქციაა, – აღნიშნული შეფასება დღეს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი “მავნებელი ხელისუფლების პოლიტიკურ სანაგვეზე გასტუმრებაა“.

“ფაქტობრივად, თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს – თავდაცვის მიმართულებითაც კი ჩერდება. ამის ერთ-ერთი ნიშანი ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება იყო. ასევე გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი სამხედრო სფეროში დაფინანსებას წყვეტს. მსგავს გადაწყვეტილებას, ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატებიც მიიღებს. ეს არის ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასი!

მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყანა აცხადებს იმას, რომ საქართველომ დემოკრატიის გზას გადაუხვია და ფაქტობრივად, დასავლეთის მოწინააღმდეგე და რუსეთის მოკავშირე გახდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია ოპოზიციაზე – იმისთვის, რომ მიშაზე სუფთა სინდისით ეღალატათ, გააკეთეს „სიაფანდი“ კვლევა
შემდეგი სტატიათეონა აქუბარდია – „ქართული ოცნების“ ანტიეროვნულმა ნაბიჯებმა უკიდურესად დააზიანა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობა