რომან გოცირიძე: საქართველოს ხალხი არ იმსახურებს სიღატაკეს, არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილს, არ იმსახურებს არაფორმალურ მმართველობას, არ იმსახურებს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა

საქართველოს ხალხი არ იმსახურებს სიღატაკეს, არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილს, არ იმსახურებს არაფორმალურ მმართველობას, არ იმსახურებს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, არ იმსახურებს კორუმპირებულ მოსამართლეებს, პოლიტპატიმრებს, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და სხვათა უსამართლოდ დაპატიმრებას და ბევრ სხვა რამეს, მაგრამ ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. მან ეს მოიპოვა სისხლითაც მათ შორის,საერთაშორისო მისიებში – განაცხადა ენმ-ს დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციაზე. გოცირიძის თქმით, ივანიშვილის მმართველობა საქართველოს მუხრუჭია ევროპული განვითარების გზაზე.

გოცირიძემ მმართველ პარტიას შეახსენა საფრანგეთის პრეზიდენტისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოწოდებებს, რომ მხარი დაუჭირონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და პასუხისმგებლობა დააკისრონ რუსეთს ომის დანაშაულებზე:

“რისი პასუხისმგებლობის დამკისრებელი ხართ, უკრაინის პრეზიდენტს უარ უთხარით აქ პარლამენტში გამოსვლაზე…მთავრობის ერთი წევრი იყო უკრაინაში ჩასული? ტელეფონით ესაუბრეთ თქვენს კოლეგას?…” – მიმართა გოცირიძემ “ოცნებას” და შეახსენა ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინი ბოლოს 2014 წელს ახსენა ისიც მასთან შესაძლო შეხვედრის კონტექსტში.

“საქართველოს დღევანდელ ეპოქის შესაფასებლად, ერთი ისტორიული ფრაზა არის საკმარისი, რომელიც შევა წიგნებში. აი, რა თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ქართველი ხალხი სჯობია მის მთავრობას – ეს არის ვერდიქტი, გამოტანილი ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ” განაცხადა რომან გოცირიძემ სიტყვით გამოსვლისას

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში
შემდეგი სტატიაქვეყანა არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით, უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს – სამხარაძე