რომან გოცირიძე : საპენსიო ფონდი არ უნდა გადაიქცეს ბიუროკრატიულ დაწესებულებად, მილიონები არ უნდა ხარჯონ ოფისებსა და ფუფუნებაში

საპენსიო ფონდი არ უნდა გადაიქცეს ბიუროკრატიულ დაწესებულებად, მილიონები არ უნდა ხარჯონ ოფისებსა და ფუფუნებაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის საკომიტეტო მოსმენასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში არ არსებობს საპენსიო რეფორმის შედეგად მოგროვებული ფულის განთავსების რეალური ბაზა.

„დღევანდელ ვითარებაში მთავარი ამოცანა არის ის, რომ აკუმულირებული თანხები არ გაიფლანგოს, იგი იყოს სწორად განთავსებული და საზოგადოებამ მაქსიმალური ზედამხედველობა მოახდინოს ამ ფონდზე, რათა მომავალში დაგროვილ ფულს რისკები არ დაემუქროს. მთავარი პრობლემაა ის, რომ ამ ფულის განთავსების რეალური ბაზა საქართველოში არ არსებობს. ეს ფული ან უნდა წაიღოს ბიუჯეტმა და გაფლანგოს, ან ეს ფული უნდა ასესხონ ბანკებს. არის ან ბანკები, ან ბიუჯეტი და ფაქტობრივად გამოდის, რომ მხოლოდ და მხოლოდ კონცენტრირებული იქნებიან ერთი მიმართულებით. ამ ეტაპზე არის თანხების ზრდისა და მისი შენახვის პირველი რიგის ამოცანა. ეს ფონდი არ უნდა გადაიქცეს ბიუროკრატიულ დაწესებულებად, მილიონები არ უნდა ხარჯონ ოფისებსა და ფუფუნებაში,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ წუთებში საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები “ევროპულ საქართველოს” პასუხობენ
შემდეგი სტატიასერგეენკოს პასუხი ზურაბიშვილს: გაჭირვებული ოჯახების აღწერა ისედაც მიმდინარეობდა