„სხდომათა დარბაზში ქვეყნის პრეზიდენტი შემოვიდა და თქვენ სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, ფეხზე არ წამოუდექით მას. თქვენ მტრულად დახვდით არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, არამედ მტრულად დახვდით მთელ ქვეყანას. თქვენ აღვივებთ ქვეყანაში კონფრონტაციას, რისი დადასტურებაც არის თქვენი დღევანდელი საქციელი. თქვენ პატივს არ სცემთ კონსტიტუციას, გერბს და დროშას, პრეზიდენტს, რომელიც არის ქვეყნის სიმბოლო“, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება მოისმინეს.