რომან გოცირიძე : საპარლამენტო უმრავლესობამ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები სახალხო დამცველის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ზეწოლის შედეგად მიიღო

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტში განხორციელებულ შესწორებებს სახალხო დამცველის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ზეწოლის შედეგად იღებს.

გოცირიძის განცხადებით, ის, რომ კანონპროექტი ერთი თვე იმოქმედებს, უკვე კარგია, რადგან კანონი ამ დროის გასვლის შემდეგ ფაქტობრივად არ იარსებებს.

„კარგია, რომ ბევრი ძალიან მახინჯი ნორმა იქნება ჩასწორებული. როგორც გვპირდებიან, სახალხო დამცველის შენიშვნებს გაითვალისწინებენ. ეს არის გუშინდელი ბრძოლის მიღწევა. რაც შეეხება კანონპროექტის პოლიტიკურ არსს, არადემოკრატიული განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, რადგან ვერ მოიხსნა მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი, ის კვლავ რჩება ანტიკონსტიტუციურად და გასაჩივრებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში”, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ღიმილის მომგვრელია ხელისუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი პანდემიის პირობებში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის გამოცხადებული
შემდეგი სტატია„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა