“2012-ში, როდესაც ტრამპი მართლაც აპირებდა ბათუმში თავისი ბრენდის გაყიდვას, ანუ ეს არის ე.წ. ფრანჩაიზი, ეს პროექტი დაბლოკა ბიძინა ივანიშვილმა და “აფერისტი” უწოდა ტრამპს. დღეს სხვა ვითარებაა. სანქცირებული ივანიშვილი ეძებს თავის გადარჩენის გზებს. თავისი, ასე ვთქვათ, ქვეშევრდომები, მის მიერ ნაკვები ბიზნესმენები, ამ ბიზნესმენებმა შექმნის რაღაც კონსორციუმი, სადაც, რა თქმა უნდა, იქნება უდიდესი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ფული, ირიბი გზით შემოტანილი, და აი, ამ იდეით ახლა ელაპარაკებიან ტრამპს. მსგავსი 70-სართულიანი ცათამბჯენის აშენებას, დაპროექტებიდან მშენებლობამდე, დასჭირდება 7-8 წელი და არავინ იცის, ეს ივანიშვილის მორიგი ტრიუკია თუ მართლაც მცდელობა, რომ ეს ცათამბჯენი აშენდეს”,_ ამბობს რომან გოცირიძე TV პირველთან.
საქართველოში Trump Tower-ის მშენებლობა 2012 წელსაც იგეგმებოდა. პროექტის პრეზენტაციაზე ბათუმში დონალდ ტრამპს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უმასპინძლა. 2017 წელს ამერიკულმა კომპანიამ და Silk Road ჯგუფმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ეწერა: “ტრამპის ორგანიზაცია და სილქ როუდ ჯგუფი ერთობლივად აცხადებენ, რომ ოფიციალურად წყვეტენ ქ. ბათუმში ტრამპ თაუერის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხორციელდებოდა 2011 წლის მარტში გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე”















