რომან გოცირიძე – სანქციები სასიამოვნო არ არის, მაგრამ ერთხელ უკვე გავიარეთ ეს ისტორია და ამით ვერავის შეაშინებენ

„რა ფორმას მიიღებს რუსული სანქციები არავინ იცის, ვინაიდან ეს არის მიმართვა პუტინისადმი და შემდეგ უკვე პუტინის მოწყალებაზეა დამოკიდებული“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის დამატებითი სანქციების შესაძლო დაწესების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, სანქციები სასიამოვნო არ არის, თუმცა, „ამით ვერავის შეაშინებენ“.

„რა ფორმას მიიღებს რუსული სანქციები არავინ არ იცის, ვინაიდან ეს არის მიმართვა პუტინისადმი და შემდეგ უკვე პუტინის მოწყალებაზეა დამოკიდებული. ტექნიკურად შეუძლებელია, რომ ფულადი გზავნილები შეაჩეროს, ამის გაკეთება ერთხელ უკვე უნდოდა რუსეთს, მაგრამ არ გამოუვიდა. ფული ისეთი რამ არის, ყოველთვის იპოვის თავის გზას და შემოვლითი გზებით შემოვა, უბრალოდ ადამიანებს გააწვალებს. რაც შეეხება ღვინოსა და ბორჯომს, 2013 წლის დასაწყისში პატარკაციშვილის ოჯახმა ბორჯომი მიჰყიდა რუსულ „ალფა ბანკს“ და დღეს „ბორჯომი“ არის რუსული კომპანია და თუ საკუთარ კომპანიას გამოუცხადებენ ემბარგოს არ ვიცი, თუმცა რუსებისგან არაფერია გამორიცხული, როცა ასე დასაჯეს საკუთარი ტურისტები. ღვინო არ არის გამორიცხული შანტაჟისთვის გამოიყენონ. ბუნებრივია სასიამოვნო არ არის, მაგრამ ერთხელ უკვე გავიარეთ ეს ისტორია და ამით ვერავის შეაშინებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

8 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრაქცია „ედინაია რასიას“ ინიციატივას, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეწყვეტისა და რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შესახებ.

ამასთან, დუმამ მიმართა რეკომენდაციით რუსეთის პრეზიდენტს, „რათა ანტირუსული პროვოკაციების გამო, საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ზომები მიიღოს“. დუმა საქართველო წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მიღებას ითხოვს. დოკუმენტი სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტმა შეიმუშავა. პროექტის განხილვა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში დღეს არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიმოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, მოახდინოს მტკიცე და მკაფიო რეაგირება იმაზე, რასაც მისგან საზოგადოება ითხოვს – კალაშნიკოვი
შემდეგი სტატია“რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ” – ჟირინოვსკი