რომან გოცირიძე სამომავლოდ გაორმაგებული ხელფასების პროგნოზზე

რომან გოცირიძე სამომავლოდ გაორმაგებული ხელფასების პროგნოზზე კომენტარს აკეთებს. “თაიმერთან” საუბარში გოცირიძე პროგნოზს ეჭქვეშ აყენებს.

,,დღეისათვის ქვეყანაში საშუალო ხელფასი დაახლოებით 1050 ლარია. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ შვიდი წლის შემდეგ, 2025 წლისათვის იგი გაორმაგდებაო, ანუ 2100 ლარი გახდებაო. ფასები წლიურად მხოლოდ 3-4 პროცენტით რომ გაიზარდოს ( სჯერა ვინმეს?), ეს თანხა ერთი მესამედით უნდა შევამციროთ, დღევანდელ ხელფასს რომ შევადაროთ, ანუ 1400 ლარის ტოლი იქნება დღევანდელი მსყიდველობითუნარიანობით. ესენი რომ დარჩნენ ხელისუფლებაში, მართლა ასე იქნება. რას ვერჩით ამ კაცს, თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი დახატა და ისიც საშინელი გამოუვიდა” – ასეთი კომენტარი გააკეთა რომან გოცირიძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დღეს ეკონომიკის მინისტრის მიერ გავრცელებულ პროგნოზთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2025 წლისთვის საშუალო ხელფასი გაორმაგდება და 450 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება,-აცხადებს გოცირიძე “თაიმერთან” საუბარში

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ყველაზე ლამაზი მამაკაცი აირჩიეს
შემდეგი სტატიასომხეთს არ სურს ნატოს წევრი გახდეს