რომან გოცირიძე: “საელჩოები გადაიქცა ჩამოწერილი პოლიტიკოსების თავშესაფრად

“საელჩოები გადაიქცა ჩამოწერილი პოლიტიკოსების თავშესაფრად,” – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ლევან იზორიას ელჩად დანიშვნას აფასებს. ყოფილი მინისტრი გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

“ძალიან დაცემულია, საერთოდ, ჩვენი დიპლომატიის კლასი. იზორია ფაქტობრივად ჩამოაცილეს ხელისუფლებას და როგორც ჩანს, დუმილის სანაცვლოდ მას მისცეს თავშესაფარი,” – ამბობს გოცირიძე.

იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნამდე, მისი ძმის ვახო იზორიას კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პატრული მას აკავებს, შემდეგ კი კონკრეტულის პირების ჩარევის შედეგად ათავისუფლებს და ბოდიშსაც უხდის. კადრები მაშინ არის გადაღებული, როცა ლევან იზორია შს მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ასევე ისმის, როგორ ემუქრება “ფორმის გახდით” იზორიას ძმა პოლიციელებს. პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს და დააქვეითეს.

banner
წინა სტატიაში“სწორი ვერსია: პუტინი საქართველოს თავს არ დასხმია რიტორიკის გამო,” – ვოლკერი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ადასტურებს, რომ მთავრობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გაყიდვას აპირებს