რომან გოცირიძე : სად არის უსაქმური მეცნიერებათა აკადემია?! გამოვიდნენ აკადემიკოსები და დაგმონ ხელისუფლების მოღალატეობრივი და უღირსი საქციელი!

სად არის უსაქმური მეცნიერებათა აკადემია?! გამოვიდნენ აკადემიკოსები და დაგმონ ხელისუფლების ეს მოღალატეობრივი და უღირსი საქციელი! ეს ადამიანები არიან სინდისის პატიმრები, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დადგმული წინასაარჩევნო აქცია.

“ის, რაც გარეჯთან დაკავშირებით ხდება – 2 მეცნიერის დაპატიმრება, ეს არის ქვეყნის ღალატი ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის მიერ. ამ თემით სპეკულირება, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა ხდება და ამათთვის ადამიანი არაფერი არ არის, ჭანჭიკია როგორც საბჭოთა კომუნისტების დროს . ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინაადეგოდ. სად არიან მეცნიერები? სად არის უსაქმური მეცნიერებათა აკადემია, მუქთამჭამელი ხალხი, 20 წლის განმავლობაში რომ მხოლოდ ხელფასს იღებენ და ღირებული არაფერი შეუქმნიათ, ხრავენ ბიუჯეტს, გამოვიდეს ერთი აკადემიკოსი და თქვას, რომ მეცნიერების დევნა არის საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის გადმონაშთი, გამოვიდნენ აკადემიკოსები და დაგმონ ხელისუფლების ეს მოღალატეობრივი და უღირსი საქციელი. ან სად არიან კოლეგა კარტოგრაფები?! მეცნიერებს გმირობას ნუ მოვთხოვთო – ასე იციან თქმა, ეს საბჭოთა კავშირის დროს მიგაყენებდნენ, დაგხვრეტდნენ და ვინ არის ივანიშვილის მოფამფალებული, საწყალი რეჟიმი, ყველაზე დიდი გაგაგდონ სამსახურიდან და ეს ერთ თვეში დამთავრდება. დღეს ვინც დუმს, უღირსად იქცევა. ეს ადამიანები არიან სინდისის პატიმრები, ეს ადამიანები არიან პოლიტიკური პატიმრები წინასაარჩევნოდ მსხვერპლად შეწირული ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ყველა დაისჯება, პირველ რიგში ისინი, ვინც ამას აფორმებენ დოკუმენტურად – ნაძირალა მოსამართლეები, რომლებიც ხელისუფლების ნებისმიერ დანაშაულებრივ დავალებას ასრულებენ,”- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისაბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება
შემდეგი სტატიააბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება