რომან გოცირიძე : საარჩევნო პროცესში პოლიტპატიმრით ​შესვლა ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგი, შესაძლოა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა არ აღიარონ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე აღნიშნავს, რომ მის პარტიას პოზიცია არ შეუცვლია და ცვლილებებს მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში დაუჭერენ მხარს.

“ჩვენ ვრჩებით იმ პუნქტების ერთგული, რასაც ხელი მოვაწერეთ – ეს არის დევნის შეწყვეტაზე თანხმობა, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება და, ზოგადად, პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაცია. ივანიშვილს თუ სურს ეს ნორმალიზაცია, მაშინ უნდა გაათავისუფლოს გიორგი რურუა და ჩვენც დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. თუ ასე არ იზამს, მაშინ შეთანხმებას დაარღვევს,”-განაცხადა ოთარ კახიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე კი ყურადღებას საერთო კონსენსუსის მნიშვნელობაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ თუ ის არ შედგა, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

“მნიშვნელოვანია, რომ შედარებით უკეთეს საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ და, ბუნებრივია, რომ თუკი ეს იქნება კონსენსუსით მიღებული მას ექნება მეტი პოლიტიკური ძალა, მეტ სიმშვიდეს შეიტანს წინასაარჩევნო პროცესში წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა იფიქრებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ დევნას კვლავ გააგრძელებს. პოლიტპატიმრით საარჩევნო პროცესში შესვლა და ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე საარჩევნო ცვლილებების გატანა ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება ძალიან დაძაბული არჩევნები, რომლის შედეგიც, შეიძლება, არც საერთაშორისო დამკვირვებლებმა და არც პოლიტიკურმა ოპოზიციამ არ აღიაროს,”-განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: გიორგი რურუას გამოშვების შემთხვევაში კენჭისყრას სიამოვნებით შევუერთდებით
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია