რუსეთმა რამდენიმე დასახელების სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის შეტანა აკრძალა, ფაქტობრივად გამოგვიცხადა ემბარგო. უკვე დღეიდან რუსეთში არ შეიძლება ღვინის, მთავარი ჩვენი ღვინის მწარმოებელი კომპანიების, რომლებიც ჩამოთვლილ სიაშია, შეტანა; ასევე, არ შეიძლება ნაბეღლავისა და, რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, სანიტარული მოსაზრებით — წარმოგიდგენიათ, ბაქტერიები და მწერები ყოფილა კოკა-კოლაში. აიკრძალა კოკა-კოლას შეტანაც, კი,- ამბობს რომან გოცირიძე ვიდეომიმართვაში.
,,პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია ის, რაც ახლა მოხდა. დავუდგები რუსეთს მუხლებზე, მოგთხოვს ხოხვას – როგორადაც არ უნდა შევუსრულო რუსეთს დავალება, საბოლოო ჯამში ის არასდროს იქნება კმაყოფილი და ყოველთვის მეტსა და მეტს მოითხოვს.
და ეს იყო მათ ხელში პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, ისევე, როგორც მათ ხელში პოლიტიკური ბრძოლის იარაღი სამხედრო იარაღისნაირი სახეობაა, ოღონდ ტანკი არ არის — ეს არის რუსული გაზი, ეს არის რუსული ელექტროენერგია. აი, პირველივე უკმაყოფილების მომენტში, თუ როგორ გამოავლინა ამ ბოროტმა სახელმწიფომ, ამ სისხლიანმა აგრესორმა საკუთარი ბუნება, ეტყობა, საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც ვერ შეუსრულა. ვერ შეუსრულა იმის გამო, რომ ალბათ ორ ცეცხლს შუა იწვის, ვინაიდან რუსეთს საქართველო, რა თქმა უნდა, ეხმარებოდა სანქციების გვერდის ავლით, ისევე როგორც, თუნდაც, აგერ ყირგიზეთი რომ ავიღოთ და სხვა სახელმწიფოები.
ევროკავშირმა დაასანქცირა საქართველოში მომუშავე კომპანიები, იგივე კრიპტოკომპანიები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას ეხმარებოდნენ და ასეულობით მილიონობით დოლარის გადარიცხვა ხდებოდა და შემდეგ კონვერტირება ვალუტაში და ყიდულობდნენ იარაღს ან ორმაგი დანიშნულების საქონელს. ოთხი კომპანია ევროკავშირმა დაასანქცირა და ახლა გამადიდებელი შუშის ქვეშ გვიყურებენ. ერთი ამერიკამ ირანთან ურთიერთობის გამო დასანქცირა… და ექვსთვიანი ვადაა აქ მიცემული, რომელსაც დაახლოებით სადღაც 700 მილიონი დოლარის რუსული ნავთობი ჰქონდა შემოტანილი.
ანუ ვერ ასრულებს ისეთ მოთხოვნას, რომელიც რუსეთს სურს, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ხვალ მთელი საბანკო სისტემა გაჩერდეს და მთელი ქვეყანა გაჩერდეს. ანუ ისეთი რაღაც ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რომლის, ასე ვთქვათ, ამოხსნა არც თუ ისე ძნელია. რუსეთი ყოველთვის მოგვთხოვს მაქსიმალურს და შეიძლება შეუძლებელს კი მოგვთხოვს. თანაც ვის? პრორუსულ სახელმწიფოს, სახელმწიფოს, რომელიც რუსეთს მოხსენიებული ჰყავს პარტნიორი მეგობარი სახელმწიფოების, ასე ვთქვათ, რიგში — არის სპეციალურ სიაში არამეგობრული სახელმწიფოებისა, სადაც საქართველო არ არის და პირიქით, მეგობრებშია მოხსენიებული და, სხვათა შორის, სადაც არ არის უკვე დღეს სომხეთი, აგრეთვე დასავლეთის წევრი სახელმწიფო.
ამიტომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა ყოველთვის მთავრდება უფრო მეტი დათმობის, დათმობის მოთხოვნით და შეუძლებელი დათმობის მოთხოვნითაც, ვინაიდან შესაძლებელია, ესეთი რამე მოგვთხოვს, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას ან კიდევ სხვა, რომელიც აფეთქებას გამოიწვევს და წაიყოლებს მერე ამ პრორუსულ ხელისუფლებას და მთლად ისეც არ უნდათ, რომ აქ საკუთარი, ასე ვთქვათ, დასმული ხელისუფლება შემდეგ მტრულად განწყობილმა ხელისუფლებამ შეცვალოს. აი, ეს მივიღეთ ამ ხელისუფლების მოღალატური, კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგად”– ამბობს რომან გოცირიძე.
დღეს რუსეთმა რამდენიმე ქართული პროდუქტისა და ბრენდის იმპორტი დროებით აკრძალა.















