რომან გოცირიძე: რაგბი სჯობია უმრავლესობის ზოგიერთი წევრის მოსმენას

gociridze-696x464პარლამენტში სესიის მსვლელობისას გადაღების უფლება მინიჭებული აქვთ საეჭვო პირებს. რატომ საეჭვოებს, ახლა არ ვიტყვი!
ისინი ჩასაფრებით უღებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მერე უმრავლესობის წევრებს გადასცემენ ჩუმად. ერთი ასეთი სურათი ააფრიალა უმრავლესობის დეპუტატმა თავისი გამოსვლისას და მახინჯებად მოიხსენია ოპოზიცია, რომელიც თურმე ასე გამოიყურება. ეს ასე კი იყო დეპუტატის გამოსვლა მიკროფონთან, როცა პირი აქვს გაღებული..
ისე რიხით აფრიალებდა, თითქოს თვითონ პირდახურული ჭამდა და პირდამუწული ლაპარაკობდა.
რომელიღაც ფოტოგრაფი ჯაშუშურად მომეპარა თურმე და მაშინ გადამიღო, როცა მობილურში შოტლანდია-საქართველოს რაგბის თამაშის ანგარიშს ვიგებდი. შემდეგ ეს სურათი სოციალური ქსელის გავლით, რომელიღაც ინტერნეტსააგენტოს გვერდზეც აღმოჩნდა.
ტელეფონი დამიჯდა, თორემ უმრავლესობის ზოგიერთი წევრის სისულელის მოსმენას, მერჩივნა ჩვენი ვაჟკაცი მორაგბეებისათვის მეყურა.
არა უშავს, ჩანაწერში მაინც ვნახავ!
მაგრად უთამაშიათ!-წერს პარლამენტარი  რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: მაია ღურწკაია “თაიმერს” სკანდალურ ინფორმაციას აწვდის
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილის გამაფრთხილებელი სტატუსი