რომან გოცირიძე : რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნებიან „ოცნების“ კანდიდატები, მათ არ აქვთ საკუთარი აზრი და არც შეიძლება ჰქონდეთ

რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ კანდიდატები, მათ არ აქვთ საკუთარი აზრი და არც შეიძლება ჰქონდეთ, – ასე შეაფასა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატები შუალედურ არჩევნებში.

„თუ დავაკვირდებით პარლამენტში უმრავლესობის მუშაობას, თუ როგორ იმართება პარლამენტი, ისინი პირდაპირ ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებას და ახმოვანებენ შუშის სასახლის თეზისებს. ასე რომ, რამდენიმე გვარსა და სახელს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში” შექმნილი შიდა კრიზისი და ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი ოპოზიციურ კანდიდატებს არჩევნებში გამარჯვების დიდ შანს აძლევს.

banner
წინა სტატიაშიორმაგი აკუსტიკის პრობლემაა პარლამენტში, ერთი რომ ერთმანეთს არ უსმენენ და მეორე, ტექნიკურად არის რთული – ბესელია
შემდეგი სტატია13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს მოსამართლემ ბრალდება მოუხსნა