რომან გოცირიძე : რა განცხადებაც უნდა გააკეთონ კონგრესმენებმა, „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია, ჩვენ ვართ ძლევამოსილი პარტია და, სწორია, გეშინოდეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ოპონენტების მხრიდან მორიგი სისულელე ითქვა, თითქოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონგრესმენებს განცხადებაში ერთი სიტყვა ჩააწერინა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ ეშინია.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოვლისშემძლეა და სწორადაც ეშინიათ. „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია შეცვლის „ქართულ ოცნებას“ და ოქტომბერში ახალი კოალიციური ხელისუფლება იქნება. ამერიკელი კონგერსმენების განცხადება ნიშნავს, რომ მორჩა საქართველოში რუსეთის ხელისუფლება და მას არჩევნებზე ზემოქმედების ეფექტი ექნება.

საფრანგეთში თუ კი რაიმე ხდებოდა, ასეთი გამოთქმა იყო – ეს ვოლტერის ბრალია, ეს კი რუსოსი. ტალახში რომ ჩავარდეს ვინმე, ეს ან ვოლტერის ბრალია ან რუსოსი. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია, რადგან მათ აქვთ კავშირები ყველგან -კონგრესში, სენატში, ევროკავშირში, ამერიკის მთავრობაში. თურმე, ჩვენ ვართ ძლევამოსილი პარტია და გეშინოდეთ, სწორია. ეს განცახდება არის გაკეთებული რუსული ოლიგარქიული ხელისუფლების გათავისუფლებისთვის“,- განაცხად რომან გოცირიძემ.

აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: „დაბალი რანგის დოკუმენტებში ასეთი ფრაზები არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კორუფციის ხარჯზე მოპოვებული თანხის კონკრეტული ლობისტებისთვის გადახდის დამსახურება“
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : მინდა, დავამშვიდო პატიმრები და მათი ოჯახებიც, რომ ამ ეტაპზე ხანმოკლე პაემნები, ამანათები და სხვა გზავნილები გაგრძელდება