რომან გოცირიძე – ქვეყანაში, სადაც არის ოლიგარქიული მმართველობა, არავითარი აზრი არ აქვს კანონის მიღებას დეოლიგარქიზაციის შესახებ

„ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში, სადაც არის ოლიგარქიული მმართველობა, აზრი არ აქვს კანონის მიღებას დეოლიგარქიზაციის შესახებ“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი „ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, ვეტოს დაძლევით გაუქმდება საქართველოში დღეს არსებული სავალუტო ფონდის სამწლიანი პროგრამა.

„თქვენ გინდათ ეროვნულ ბანკში გავლენების კიდევ უფრო გამყარება. დღეს არავინ იტყვის, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი, მაგრამ გინდათ საბოლოოდ ეროვნული ბანკი გადააქციოთ იუსტიციის საბჭოდ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გყავდეთ ისეთივე მორჩილი ადამიანი, როგორც მურუსიძეა. გინდათ ბოლომდე დაიმორჩილოთ ეროვნული ბანკი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რუსეთს არ დაუძალებია – ლუკაშენკო
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რომ შემოიტანონ ბუნდოვანება და აიცილონ პასუხისმგებლობა არშესრულებულ ვალდებულებებზე – ბოკუჩავა