რომან გოცირიძე ქურდობას მიესალმება

“ჩემს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მცირე მეწარმეებისათვის შეღავათის დაწესების შესხებ პარლამენტმა ჩააგდო, ახლა იგივე შემოაქვთ საკუთარი სახელით.
ვუთხარი პარლამენტის ტრიბუნიდან, დავდებ ამ კანონს და როცა გააცნობიერებთ, მოიპარავთ- მეთქი.
ასევე ჩააგდეს ჩემი კანონპროექტი ზოგიერთი სახის ეკონომიკური დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ისივე როგორც შემოსავლების დამალვაზე სისხლისსამართლებრივი დევნის 50 ათასი ლარის ოდენობის ზღვრის აწევის შესახებ. ესენიც მოიპარეს. მთად ბოლომდე კარგად ვერ აკეთებენ, მაგრამ ხომ ვაიძულებთ რომ გააკეთონ?
კიდევ ბევრი კანონპროექტი გვაქვს რეზერვში.
როდესაც საზოგადოებრივი აზრი მომწიფდება, ხელისუფლება იძულებული ხდება დაემორჩილოს. ამ აზრს კი ჩვენი ინიციატივებით და ზეწოლითაც
ვამწიფებთ. ღვინის ქურდები მსმენია, მაგრამ კანონის ქურდებიც თუ არსებობდნენ არ მეგონა.მოიპარეთ, ღმერთმა შეგარგოთ -აცხადებს “თაიმერთან” საუბარში საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშისასკოლო-საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება
შემდეგი სტატიაარასამთავრობოების მოთხოვნაზე, რომ საქართველოში შეიქმნას მეორე დევნის ორგანო – პროკურატურა, პასუხი არის უარყოფითი