25.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

რომან გოცირიძე: “ქართულმა ოცნებამ” ფაქტობრივად, მოუწოდა ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს სავიზო რეჟიმის გამკაცრებისაკენ

“ქართულმა ოცნებამ” მორიგი აღვირახსნილი ანტიდასავლური განცხადება გამოაქვეყნა. საგანგაშო ისიცაა, რომ ფაქტობრივად, მოუწოდა ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს სავიზო რეჟიმის გამკაცრებისაკენ, რაც ჩვენი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის გაუქმების მოწოდებადაც შეიძლება იქნას აღქმული.
“ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა “დიპ სტეიტის” პრინციპული გავლენის ქვეშ მოქმედებს. უკონტროლო მიგრაცია, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების დაკნინება სწრაფი ტემპით აკარგვინებს ევროპას იდენტობას”-ამ სისულელეს წერენ მართლა სინდის-ნამუს-იდენტობადაკარგულები.
ქვეყანას ხელიდან ეცლება სისხლით და ბრძოლით მოპოვებული ევროპული სიკეთეები. იზოლირებულ საფეოდალოდ უნდათ რომ აქციონ ქვეყანა.
მწარედ დაისჯებიან!,-წერს რომან გოცირიძე.

ივანიშვილის ხელისუფლება EU-ს 17 ქვეყნის წერილს განცხადებით გამოეხმაურა

 

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ხელისუფლება EU-ს 17 ქვეყნის წერილს განცხადებით გამოეხმაურა
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილმა დაადასტურა რომ ტერორისტია და მძევლად ყავს ქვეყანა აყვანილი