რომან გოცირიძე : „ქართული ოცნების“ წევრი რაც არ უნდა ჩამეხუტოს, ქოცვირუსი არ გადამედება

„ქართული ოცნების“ წევრი რაც არ უნდა ჩამეხუტოს, ქოცვირუსი არ გადამედება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, დღეს „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პარტიის წარმომადგენლები ხალხთან შეხვედრებს გეგმავენ.

„ორშაბათიდან ვიწყებთ ჩახუტებას, მოფერებას, გულთან მიტანასა და გაგებით მოკიდებასო. ანუ, მათ უნდათ, ჩახუტებით ხალხს ქოცის ვირუსი გადასცენ, მაგრამ ნურას უკაცრავად. თავი დავიზღვიეთ და დეპუტატი რაც არ უნდა ჩამეხუტოს, ქოცვირუსი არ გადამედება. გაფრთხილებთ, ქოციანობა გადადის არა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით, არამედ ტელეეკრანებიდან და ზოგიერთი არხი ქოციანობას ასხივებს. გირჩევთ, გამორთოთ და ქართული სტაფილოს წვენით გაიწმინდოთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“შეეშვით ხალხის დაშინებას, არანაირი დაპირისპირება, არანაირი ანგარიშსწორება არ იქნება ქვეყანაში”- გიორგი ვაშაძე ივანიშვილის მიმართვას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაარსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია – გუგული მაღრაძე