რომან გოცირიძე: პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა ( მოტყუება) და ანაკლიის პორტის ჩაძირვა-ეს იყო ბოლო წვეთი

პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა ( მოტყუება) და ანაკლიის პორტის ჩაძირვა-ეს იყო ბოლო წვეთი, რომლის შემდეგაც საბოლოოდ ზურგი აქცია საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებმა. ნდობის აღდგენა უკვე შეუძლებელია. ასეთი მდგომარეობის შენარჩუნება მძიმედ აისახება ეკონომიკაზე და თითოელი ჩვენი მოქალაქის მდგომარეობაზე.

ორი ვადა საკმარისზე მეტი იყო, თუ რაიმეს კეთების უნარი ჰქონდათ, დაემტკიცებინათ. მესამე ვადით წარმატებულ ხელისუფლებასაც კი არ ტოვებენ მმართველობაში. ნებისმიერი ხელისუფლება, თუ იგი დროდადრო არ შეიცვალა, გადაგვარდება.

უნდა შეეგუოს ბიძინა ივანიშვილი და ”ქართული ოცნება”, რომ მათი დრო ამოიწურა და დათმონ ხელისუფლება ქვეყნისათვის ზიანის მიუყენებლად. ნებისმიერი ძალადობა და არჩევნების გაყალბების მცდელობა დამთავრდება ცუდად-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიმღვდელმონაზონი ანდრია სარია: ჩემი ოცნება არ ყოფილა მღვდლობა…
შემდეგი სტატიარუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის ბავშვი შეეწირა