პრემიერ-მინისტრის ანგარიში არის 300 ტყუილი და ექვსი სადღეგრძელო, ოპოზიციიდან თუ არავინ იქნება, მხოლოდ ორი ადამიანი სუსტად წარმოვჩინდებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, დაესწრება თუ არა პრემიერ-მინისტრის ანგარიშს პარლამენტში, სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებზეა დამოკიდებული.
„პრემიერ-მინისტრის ანგარიში არის 300 ტყუილი და ექვსი სადღეგრძელო. 300 ტყუილია ის, რომ მხოლოდ ბაქიბუქია. ნათქვამია, რომ უმუშევრობა შემცირდა. როგორ შემცირდა, უცხოეთში 164 ათასი მოქალაქე წავიდა. თუ მიმდინარე წელსაც ამდენი წავა, უმუშევრობა მართლა შემცირდება. ამიტომ, გასათვალისწინებელია კონტექსტები. რაც შეეხება სხდომას დავესწრებით თუ არა, ვნახავთ, ოპოზიცია რას იზამს. ბოიკოტის მომხრე არასდროს ვართ, რადგან არ უნდა დათმო არცერთი წერტილი. ოპოზიციიდან თუ არავინ იქნება, მხოლოდ ორი ადამიანი სუსტად წარმოვჩინდებით, რადგან მხოლოდ ორი კითხვის უფლება გვაქვს“, – აღნიშნა გოცირიძემ.