რომან გოცირიძე: ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის საიდუმლო ვითარებაში გაცემა არის საგანგაშო

ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის საიდუმლო ვითარებაში გაცემა არის საგანგაშო და ბევრ კითხვას აჩენს.

ვერავინ აუკრძალავს ფოთის პორტს განვითარებას, მაგრამ ეს არის დაკავშირებული ისეთი საკითხების მოგვარებაზე, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე : მიწების გამოყოფა, გზების მიყვანა, ეკოლოგიური ნებართვის გაცემა და ასე შემდეგ. ეკონომიკის სამინისტოს მიერ გადაწყვეტილების მიიღება იმ დროს, როცა უნდა მოგვარებულიყო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხი, როდესაც გადამწყვეტ ფაზაში არის შესული მოლაპარაკებები ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ინვესტორებს შირის, გამოიყურება უცნაურად და ატარებს შეგნებული და მიზანმიმართული დივერსიის ხასიათს.

რომ არ აშენდეს ფოთის ახალი პორტი და ამავე დროს შეჩერდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ვინ იქნება პასუხისმგებელი? რა ფინანსური გარანტიები და სანქციები არის გათვალისწინებული ფოთის პორტის გაფართოების ნებართვის უკან?
მთავრობის ამ ავანტიურას ისეთი პირი უჩანს, რომ არც ანაკლია აშენდება და არც ფოთის პორტი გაფართოვდება. ამ უკანასკნელში შეიძლება დაიწყოს გარკვეული სამუშაოები, რაც უფრო ანაკლიის შესაჩერებლად შეიძლება იყოს გამიზნული, ვიდრე ფოთის პორტის რეალურად განსავითარებლად.
გაცხადებული 250 მილიონი დოლარის ინვესტიციების განხორციელება ისედაც არ არის იმ მასშტაბის, რომ ფოთმა ანაკლია ჩაანაცვლოს, თუმცა ამ პროცესის განსაზღვრულ დროსა და განსზღვრული ფორმით ინიცირებამ, შეიძლება საბოლოოდ დაასამაროს ანაკლიის პორტის იდეა.

ამ პროცესში შეიძლება იკვეთებოდეს ქართველი ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების კორუფციული ინტერესები, ისევე, როგორც რუსეთის ქმედებები, საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის ანაკლის პროექტის ბლოკირების სახით.

ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას დაუყოვნებლივ გამოცხადებას პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ ტაქსების რეფორმა არ გადავადდება
შემდეგი სტატია“თაიმერმა” ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის გაცემის დოკუმენტი მოიპოვა