რომან გოცირიძე – პოლიტსაბჭოზე შევიკრიბეთ, რათა სასწრაფოდ მივიღოთ გადაწყვეტილება ორ საკითხზე

ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ სასწრაფოდ მივიღოთ გადაწყვეტილება ორ საკითხზე – მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება და არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებაზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილულ იქნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხი.

„ამასთან, ვიმსჯელებთ ოპოზიციასთან კოორდინირების საკითხზე მეორე ტურთან დაკავშირებით და ასევე იქნება სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მთავარი ამოცანაა, რომ შევატყობინოთ მთელ მსოფლიოს, რომ პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მის სიცოცხლეს ემუქრება სერიოზული საფრთხე და გამოყენებულ იქნას ყველა ბერკეტი, იქნება ეს შიდა თუ საგარეო ზეწოლა, რათა მიხეილ სააკაშვილმა დროულად დატოვოს საპყრობილე”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას ითხოვს
შემდეგი სტატიავოლსკი: უჩვეულოა, რაც გახარიამ ჩაიდინა – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშეწყობა