რომან გოცირიძე – პლებისციტი შეიძლება, განხილული იყოს რიგგარეშე არჩევნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პლებისციტი შეიძლება, განხილული იყოს რიგგარეშე არჩევნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად.

„დღეს ლაპარაკი მიდის ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე. დაწყებული საარჩევნო კანონმდებლობისა და კონსტიტუციის შეცვლით და დამთავრებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით. ყოველივე ამ გადაწყვეტილების წინაპირობა უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლება პოლიტპატიმრების, გიორგი რურუასა და ნიკა მელიასი.

ამიტომ ამოგლეჯილად საკითხებზე მსჯელობა დღეს არ ხდება, მთელი პროცესი უნდა წავიდეს იქითკენ, რომ ქვეყანაში ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. პლებისციტი შეიძლება განხილული იქნას ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელია ექვსივე პუნქტის შესრულება.

„ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა ქვეყანაში ჩატარდეს გაუყალბებელი, თავისუფალი არჩევნები. ამისთვის საჭიროა იმ ექვსი პუნქტის შესრულება, რომელიც არის განხილვის საგანი და რომლის შემდეგაც უნდა განხორციელდეს საკანონდებლო ცვლილებები და ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების, შავი ფულისა და სხვადასხვა მანიპულაციების გამოყენება. ამიტომ ახლა მთელი ძალისხმევა უნდა მიემართოს იქითკენ, რომ ექვსივე პუნქტი შესრულდეს, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ჩათვლით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიკილაძე: რას გვიმტკიცებთ ქოცებო-16 წლის ბავშვი უკვეთავდა ძალადობას ?!
შემდეგი სტატიახუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები ბოროტებაა-არ დამიჯერა