რომან გოცირიძე: ფინანსთა სამინისტრო სტატისტიკას აყალბებს

gociridze

რომან გოცირიძე ეროვნულ ბანკს მიმართავს და დაზუსტებული სტატისტიკის გამოქვეყნებას სთხოვს. გოცირიძე ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს. ნაციონალურიმოძრაობის წევრის განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით ოქტომბრის შემოსავლებმა 911 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დღიური მონაცემების ჯამს 66 მილიონით აჭარბებს. გოცირიძე
„ოქტომბრის თვეში, ბიუჯეტში შემოვიდა 911 მილიონი ლარი – ეს არის ყალბი. ბიუჯეტში არ შემოსულა ამ რაოდენობის თანხა და ფინანსთა სამინისტრომ, მდგომარეობის შესალამაზებლად, ბიუჯეტს წაუმატა სულ მცირე 66 მილიონი ლარი. მე მინდა მივმართო პროკურატურას – ეს არის სერიოზული დარღვევა. ეს არის გაყალბება. ეროვნულმა ბანკმა დღესვე გამოაქვეყნოს ოქტომბრის თვის მონაცემების რეალური მაჩვენებელი,“ – განაცხადა რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიმთავარმა პროკურატურამ ორ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი და ექვსი მანქანა დაუბრუნა
შემდეგი სტატიაე.წ „გახმაურებული საქმეები” გასაცნობად ირინა იმერლიშვილს და გიორგი კვერენჩხილაძეს გადაეცათ