რომან გოცირიძე : პარლამენტშიც იქნება „ქართული ოცნების” დაშლის შემდგომი ტალღა

პარლამენტშიც იქნება „ქართული ოცნების” დაშლის შემდგომი ტალღა – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ საკრებულოს დეპუტატების, ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის მიერ საკრებულოს უმრავლესობის დატოვების საკითხის კომენტირებისას განცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” დაშლის პროცესი შესაძლოა, ჯანსაღიც იყოს, რადგან უმრავლესობის დეპუტატები თავიანთ შეცდომას ხვდებიან.

„ქართული ოცნება“ დაშლილია. ეს პროცესი გაგრძელდება სხვადასხვა დონეზე, როგორც საკრებულოებში, ასევე პარლამენტშიც იქნება „ქართული ოცნების” დაშლის შემდგომი ტალღა.

ინტრიგებმა მოიცვა დღევანდელი სახელისუფლებო ვერტიკალი, რომლის შედეგია ის, რასაც ვხედავთ – ჩამოშლილია ეკონომიკა. „ოცნების“ დეპუტატების გარკვეული წრე ხვდება თავიანთ შეცდომას და უკვე არ უღირთ ყოფნა იქ, სადაც არ არის პერსპექტივა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა – ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიკალაძეს მოვუწოდებთ, მძღოლებთან, მათ წარმომადგენლობით ჯგუფთან და არა ცალკეულ ელემენტებთან, მოახერხოს შეთანხმება-ლაშა ჩხარტიშვილი
შემდეგი სტატიაგლდანის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს