რომან გოცირიძე: პარლამენტი ნდობის ჯგუფის შესხებ კანონს არღვევს

კანონით ნდობის ჯგუფის შესახებ, მკაცრად არის განსაზღვრული მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები. კერძოდ, ამ კანონის მუხლი 1-ის თანახმად,” საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის, აგრეთვე ამ კანონის 6. 1 მუხლით გათვალისწინებული კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, როგორც წესი, კომიტეტის წევრთაგან იქმნება ნდობის ჯგუფი”.
პარლამენტის რეგლამენტის 183 მუხლის პუნქტი 7-ის მიხედვით, ” სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, განიხილავს ნდობის ჯგუფი”.
როგორც ვხედავთ, ამ სტრუქტურის მოვალეობაა საბიუჯეტო კონტროლი. ნდობის ჯგუფის მეშვეობით ძირითადად ხდება საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესწავლა.
მიუხედავად ამისა, პარლამენტში ნდობის ჯგუფში დაბარებული ჰყავდათ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები, სადაც  მოისმინეს ინფორმაცია სპეცსამსახურების მოქმედების მართლზომიერებისა და ეფექტიანობის შესახებ( ჩატაევთან დაკავშირებით) და ახლო მომავალში აპირებენ მაჩალიკაშვილის მკვლელობის გარემოებათა მოსმენას.
ფაქტობრივად, ამ შემოვლითი გზით ხდება მნიშვნელოვანი საკითხების ვიწრო ჯგუფში ჩაკეტვა, საქმეების  ჩაფარცხვა, ნდობის ჯგუფის გამოყენება შირმის სახით.
ეს ხელს უშლის პარლამენტს  კანონით განსაზღვრული წესით( თანამდებობის პირების პარლამენტში დაბარება, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და ა. შ.) გაერკვეს მნიშვნელოვან საკითხებში და განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისი საზედამხედველო ფუნქციები.

 

ფრაქცია “ნაციონლური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში ნავის გადაბრუნების შედეგად 15 ბავშვი დაიღუპა
შემდეგი სტატიანარკოტიკები კლავს!