14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

რომან გოცირიძე: ორბანი აფეთქდა, ხიდები არა

“წყალწაღებულმა ქოცებმა ხავსზე მოჭიდება სცადეს-ორბანი არ დამარცხებულა, ხელისუფლება გადააბარა მისი პარტიის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერსო.
ჯერ პარტიულ დონეზე არ ჩამოუშვიათ ზემოდან ეს მესიჯი, მაგრამ მოჭკვიანო ქოცები თავად ქმნიან, რომ ზემოთ ავიდეს ეს იდეა და მერე ქვემოთ გაავრცელონ. ფაქტია, ჯერ არ მიუღია მსგავსი დავალება ქოცმედიას, რუსთავზე და იმედზე ჯერაც ორბანი იმარჯვებს. ერთი რაჭველივითაა მათი საქმე, გერმანიაში რომ იბრძოდა. ომის შემდეგ ტურისტად მოხვდა ბერლინში და ხიდი ააფეთქა. რატომ ჰქენიო რომ ჰკითხეს, უპასუხა, ასეთი სამხედრო დავალება მქონდაო:))
ორბანი აფეთქდა, ხიდები არა. ევროს ბანკნოტებზე მხოლოდ ხიდებია გამოსახული, იდეალური მიგნება ევროკავშირის სულის გამოსახატავად – ხიდი, როგორც კავშირი. უნგრულად ხიდს “ხიდი” ჰქვია. ესეც სიმბოლური დამთხვევაა.”-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში

დღეს დილით კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ის პიტერ მადიარს გამარჯვებს ულოცავს, ორბანს კი თანამშრომლობისთვისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მალევე, 12 აპრილს, ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა და ოპონენტ პიტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა. უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს გამარჯვებას ულოცავენ მსოფლიო ლიდერებიც. ამ დროისთვის ხმების თითქმის 99%-ია დათვლილი და ოპოზიციური პარტიას – Tisza ხმების 53,07%, ორბანის პარტიას – Fidesz კი – 38,43% აქვს

banner
წინა სტატიაშიტუსკი: „დიდებული გამარჯვება, ძვირფასო მეგობრებო! Ruszkik haza! (რუსებო, სახლში წადით!)“
შემდეგი სტატია“ძლიერი საქართველო-ლელო”: უნგრეთმა გვაჩვენა, რომ ავტოკრატიები დროებითია