რომან გოცირიძე : ოპოზიციას ორი მთავარი გზავნილი აქვს, მადლობა აშშ-ს და დემოკრატია საფრთხეშია

ოპოზიციას ორი მთავარი გზავნილი აქვს, მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის ფაქტობრივად, ბურჯი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესშიმეორე გზავნილია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის საფრთხეში და ამ საფრთხეს უქმნის დღევანდელი ხელისუფლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ამ უმნიშველოვანეს რეგიონში, ძალაუფლების მიტაცების საშუალებას არავინ არავის მისცემს.

„ამ აქციის ორი მთავარი გზავნილი არის. ერთი ის რომ მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის ფაქტობრივად, ბურჯი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში. სამ მილიარდ-ნახევარი დახარჯა ამერიკამ ჩვენს გასაძლიერებლად მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტიდან, რომ არაფერი ვთქვათ იმ საერთაშორისო ორგანიზაიებიდან 30 წლის განმავლობაში მიღებულ დახმარებაზე, რაშიც ამერიკას წამყვანი როლი უჭირავს. მეორე გზავნილია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის საფრთხეში და ამ საფრთხეს უქმნის დღევანდელი ხელისუფლება და ბოლო ამის მაგალითი იყო მიტაცებული არჩევნები და ამ დემოკრატიას იცავს ხალხი, პარტიები, არასამთაბროვო სექტორი. დღეს ყველა არის ერთის წინააღმდეგ და გვინდა, იმ ერთს დღეს გასაგებად ვუხთრათ, რომ არავინ არ მისცემს საქართველოში ამ უმნიშველოვანეს რეგიონში, ძალაუფლების მიტაცების საშუალებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი: აშშ საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, მათი სურვილია, აქ იყოს სტაბილურობა
შემდეგი სტატიასაპატრიარქო: პატრიარქმა პომპეო დალოცა