რომან გოცირიძე – ოპოზიციამ თავისი ძალა ორი წლის თავზე აჩვენა, აღორძინდა, ფერფლიდან აღდგა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია უმძიმეს ვითარებაში ჩააყენა.

რომან გოცირიძე ოპოზიციის მიმართ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ თავისი ძალა საპარლამენტო არჩევნების ორი წლის თავზე აჩვენა, აღორძინდა და ფერფლიდან აღდგა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება 44 ოლქში მიიღო, თუმცა 44 ოლქშივე არჩევნები წააგო. მიზეზი გაყალბებული არჩევნები იყო და ფინანსური რესურსებიც გამოიყენეს, რის სანაცვლოდაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღეს. ოპოზიციამ თავისი ძალა ორი წლის თავზე აჩვენა, აღორძინდა და ფერფლიდან აღდგა“, – აღნიშნა გოცირიძემ.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციურმა ფლანგმა საპრეზიდენტო არჩევნებში მილიონ ხმაზე მეტი მიიღო, მიღებული ხმების 62 პროცენტი კი, რადიკალურ ოპოზიციას ეკუთვნის.

„ქართული ოცნება“ 38 პროცენტის ამარა დარჩა. მეორე ტურში ხმების რა რაოდენობას მიიღებს, ამას ვნახავთ“, – დასძინა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ რეკლამებში გაწეულმა ხარჯმა 7 015 469 ლარი შეადგინა
შემდეგი სტატიააფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი მიენიჭა