რომან გოცირიძე ნოდარ ჯავახიშვილზე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

 

javaxishvili

ერთიანი ნაციონაური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიზე „ფეისბუქში“ ფოტუსართს აქვეყნებს. როგორც გოცირიზე განმარტავს, ეს ფოტო 1997 წელს, ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის მიერ გამოცემული 380-გვერდიანი წიგნის გვერდია, რომელშიც დოკუმენტურად არის ნაჩვენები, თუ როგორი კორუმპირებული იყო მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი.
„ამ ნაშრომმაც და დოკუმენტების კრებულმაც ითამაშა თავისი როლი, როცა პარლამენტმა ჩააგდო შევარდნაძის მიერ წარმოდგენილი მისი კანდიდატურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევისას. ეს კორუმპირებული, ავანტურისტი, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისას ადამიანის მკვლელი და გასამართლებული ადამიანი, ოთხმოცდაათიან წლებში მისი ეროვნული ბანკის მმართველობისას მაშინდელი ეროვნული ვალუტის გამანადგურებელი პიროვნება დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრია. წინასაარჩევნოდ რაღაც როლიც მოარგეს და ჩემი ლანძღვა-კრიტიკა დაავალეს ტელეეთერიდან. ამ სამინისტროს მიერ დარღვევებით ჩატარებულ ტენდერებზე და კორუფციულ სქემებზეც დაიწერება ანალოგიური წიგნი. ვერ დაემალება პასუხისმგებლობას,“ – წერს „ფეისბუქში“ რომან გორცირიძე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცედურები წარმატებით განხორციელდება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსმა არ გაამართლა, მაგრამ ქვეყანა ვითარდება