რომან გოცირიძე – ნიკა მელიას ქალბატონი თავს დაესხა, კიდევ კარგი, საათი ესროლა და არა ქოში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 13, 2018 17:15

რომან გოცირიძე – ნიკა მელიას ქალბატონი თავს დაესხა, კიდევ კარგი, საათი ესროლა და არა ქოში

მნიშვნელოვანი

  • ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, სამარცხვინოა, რომ პარლამენტში პროვოკაციები ხდება.

სხვა სტატიები

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, სამარცხვინოა, რომ პარლამენტში პროვოკაციები ხდება.

რომან გოცირიძე ამ კომენტარით გუშინ სხდომათა დარბაზში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ყველა კონფლიქტი რაც მოხდა, „ქართული ოცნების” ბრალი იყო. გუშინ ნიკა მელიას გამოსვლა მკაცრ, პრინციპულ, ხმამაღალ ტონალობაში იყო. პარლამენტი ამ მიმართულებით არაფერს ზღუდავს. ერთი დეპუტატი ფინიასავით შეუჩნდა, მეორე უკან ტურასავით მოეპარა და ხედავდით, ბრჭყალების ჩავლება როგორ უნდოდა და ვერ მოახერხა. თუ ჩანაწერებს ნახავთ, ნიკა მელია არის „ქართული ოცნების“ თავდასხმის მსხვერპლი. ადამიანი გამოდის და არ აცდიან. ერთი უყვირის, მეორე უბრახუნებს. საბოლოო ჯამში, ქალბატონი თავს დაესხა და კიდევ კარგი, საათი ესროლა და არა – ქოში. მეორე დეპუტატი, რომელსაც თავი გმირი ჰგონია და მარჯანიშვილზე ამაყობს ქუჩაში დგომით, უკნიდან მიეპარა, როგორც ლომს ​მიეპარებიან ხოლმე ტურები“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტში გუშინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 13, 2018 17:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,774
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics