რომან გოცირიძე: ნახოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ჩემი წერილების ასლები და იმოქმედოს როგორც საჭიროა

როგორც კი რუსეთის VTB ბანკმა გადაწყვიტა სოხუმში საკუთარი ბანკომატის გახსნა, დავურეკე მოსკოვში მათ ხელმძღვანელობას და გავაფრთხილე, რომ ამას მოყვებოდა თბილისში მათი ბანკისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა. მას შემდეგ გავიდა 14 წელიწადი და აფხაზეთში ამ ბანკის ჭაჭანებაც არაა. ახლა გაირკვა, რომ თურმე თურქული ”იშბანკი” და ”ზირაათბანკი”( ეს უკანასკნელი სახელმწიფო ბანკია) თანამშრომლობენ აფხაზეთთან, ასევე სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, რუსეთის ბანკებიც.
სძინავს ეროვნულ ბანკს. როგორც კი მსგავსი ფაქტების შესახებ შევიტყობდით, მომენტალურად საქმის კურსში ვაყენებდით FATF-ს( შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია). ნახოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ჩემი წერილების ასლები და იმოქმედოს როგორც საჭიროა.
სამწუხაროდ, ეს საქმე მიუშვიათ ძალიან-წერს რომან გოცირიეძე.

შეგახსენებთ, რომ ორმა მსხვილმა თურქულმა ბანკმა Is Bank-მა და Ziraat Bank-მა აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკურ ბარათების – APRA “World-ის მომსახურება დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშიირმა ზავრადაშვილი მიხეილ ჩხენკელს – იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა?
შემდეგი სტატიაელისო ბოლქვაძე – ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს მომავალში