რომან გოცირიძე: ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქცია საკანონმდებლო ცვლილებებს იწყებს

ნაციონალურმა მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციამ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. სულ ხუთი კანონპროექტი, რომლებიც ეკონომიკური ხასიათისაა. შემდგომ ეტაპზე გათვალისწინებულია სხვა საკანონმდებლო ინიციატივების შეთავაზება, როგორც ეკონომიკის, ასევე სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებით.
კანონპროექტები გამომდინარეობენ ნაციონალური მოძრაობის 2016 წლის საარჩევნო პროგრამის ძირითადი იდეებიდან და მიზნად ისახავენ საარჩევნო დაპირებების ხორცშესხმას.
საკანონმდებლო ცვლილებების პირველი პაკეტი ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმის გამარტივებას და ბიზნესის დეკრიმინალიზაციას.
ამ საკანონმდებლო ინიციატივებით :

1. ფიზიკური პირისათვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარი აიწევა 30 000 ლარიდან 90 000 ლარამდე, რაც საშუალებას მისცემს დამატებით ათი ათასობით ადამიანს, ისარგებლოს ამ შეღავათიანი საგადასახადო სტატუსით;
90 000 ლარამდე ინდმეწარმის ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და შესაბამისად, არ დაიბეგრება.

2. ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარი აიწევა 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე. შედეგად, მცირე ბიზნესით დაკავებული ათასობით ფიზიკური პირისთვის საგადასახადო-ადმინისტრირების ტვირთი შემცირდება. 200 000 ლარის ბრუნვამდე ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩაითვლება და, შესაბამისად, შეღავათიანად დაიბეგრება.

3. 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაიზრდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარი. ეს დღგ-სგან გაათავისუფლებს ათიათასობით იურიდიულ და ფიზიკურ პირს (მცირე ბიზნესს და ინდმეწარმეებს). ეს შეღავათი გავრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც აქირავებენ კომერციულ და საბინაო ფართებს. დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან.

4. საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი, 300 ლარის ნაცვლად, გახდება 1000 ლარი. ეს ასი ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს დაუბეგრავად შეიძინოს მისთვის სასურველი საქონელი საზღვარგარეთ, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით.

5. მოხდება 500 000 ლარამდე (დღეს არსებული 50 000 ლ ა რ ი ს ნ ა ც ვ ლ ა დ ) გ ა დ ა ს ა ხ ა დ ე ბ ი ს გ ა ნ თ ა ვ ი ს ა რ ი დ ე ბ ი ს დეკრიმინალიზაცია. ასეთ შემთხვევებში დავა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით წარიმართება.

ნაციონალური მოძრაობაის საპარლამენტო ფრაქციის შემდგომი, მეორე ეტაპის საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული იქნება საარჩევნო პროგრამის იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას, ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას, ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობას.

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გენო კალანდია
შემდეგი სტატიასტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევი ვადის გახანგრძლივება ძალიან საეჭვო ნაბიჯია