რომან გოცირიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციასთან დებატებში არ შედის, რადგან შესაძლოა, ამან „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხას წყალი

სასურველია, ოპოზიციურ ფლანგზე, საპარლამენტო არჩევნებამდე ოცი დღით ადრე არ იყოს კინკლაობა ან ისეთი ქმედებები, რომლებიც ამომრჩევლის მიერ შეფასებული იქნება, როგორც დაპირისპირება და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულაცრუება, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციასთან დებატებში არ შედის, რადგან ამან, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხას წყალი.

„იცვლება ხელისუფლება და ვალდებული ვართ, ვითანამშრომლოთ და მას შემდეგ, რაც დამთავრდება არჩევნები, მოგვიწევს ფაქტობრივად, ახალი კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ არ შედის დავაში და დებატებში ოპოზიციასთან, რადგან ამან შეიძლება „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხას წყალი, მაგრამ ეს „ქართულ ოცნებას“ მაინც არაფერს უშველის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში ხვალ ინფექციონისტების დამატებითი ჯგუფი გაემგზავრება
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე – დავით გარეჯის საქმე არის საქართველოს შიდა საკითხი, ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას არანაირი ჩრდილი არ მიადგება