რომან გოცირიძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ბოლო არ უჩანს და ეს მთლიანად ოპოზიციას აზიანებს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ბოლო არ უჩანს და ეს მთლიანად ოპოზიციას აზიანებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პოლიტსაბჭოს ახალი წევრების წარდგენამ მეტი დაძაბულობა და გაურკვევლობა შეიტანა პარტიაში.

„ჯერჯერობით, რაც ვნახეთ, ეს არის პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატები, ანუ მომავალი კანდიდატები, ვინაიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ წესდებით, პოლიტსაბჭოს ირჩევს ყრილობა. არ მგონია, ყრილობამ უარი უთხრას იმ ადამიანებს, რომლებიც წარდგენილი არიან, მაგრამ ამ პროცესმა არა თუ განმუხტა ვითარება, არამედ მეტი დაძაბულობა და გაურკვევლობა შემოიტანა. სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ბოლო არ უჩანს და ეს მთლიანად ოპოზიციას აზიანებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშილავროვმა ეუთოს სამიტზე 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა და მას აშშ-ის პროვოკაცია უწოდა
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი: “ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში