რომან გოცირიძე: მთავრობის სურვილი, შექმნას დამატებითი ეკონომიკური სამსახურები საელჩოებში, არის მორიგი ბიუროკრატიული ახირება და ფულის ფლანგვა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2017 21:09

რომან გოცირიძე: მთავრობის სურვილი, შექმნას დამატებითი ეკონომიკური სამსახურები საელჩოებში, არის მორიგი ბიუროკრატიული ახირება და ფულის ფლანგვა

თბილისში მიმდინარე აბასდორიალთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ უკმაყოფილება გამოთქვა საელჩოების მუშაობაზე ეკნომიკური მიმართულებით. მისი აზრით, საელჩოების მუშაობის ეფექტიანობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი უნდა იყოს ინვესტიციების მოზიდვა და ეკნომიკური კავშირების გაღრმავება.

სტანდარტული პასუხი, რომ მათი სქმიანობის მთავარი ძალისხმევა მიმართულია არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, მხოლოდ თავის მართლებაა. მით უმეტრს, როდესაც თვითაღიარებული რესპუბლიკები წარმატებით ახერხებენ სვაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კონტაქტების დამყარებას ბევრ, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. განსაკუთრებით თვალშისაცემია აფხაზეთის სავაჭრო პალატის აქტიურობა ამ მიმართულებით.
მთავრობის სურვილი, შექმნას დამატებითი ეკონომიკური სამსახურები საელჩოებში, არის მორიგი ბიუროკრატიული ახირება და ფულის ფლანგვა. დღეს არსებული სტრუქტურები და რესურსები სავსებით საკმარისია ეკონომიკური მიმართულებით აქტივობისათვის, თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთ ქვეყანაში არსებული საელჩოების საქმიანი დატვირთვის მინიმალურ დონეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2017 21:09