რომან გოცირიძე : მთავრობას მაგარი დამღა აქვს ზურგზე წულუკიანის სახით

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განაცხადებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის დამღააა. მისივე თქმით, წულუკიანის მთავრობაში დატოვება ოპოზიციისთვის კარგია თუმცა საზოგადოებისთვის ცუდი.

„მთავრობას მაგარი დამღა აქვს ზურგზე ერთი ქალბატონის, წულუკიანის სახით. ცნობილი მოვლენაა, რომ ერთი წვეთი ნავთობი აფუჭებს 25 ლიტრ წყალს. სულ ანგელოზები, რომ იყვნენ ათივე მინისტრი, ამ მეთერთმეტეს პირობებში „ქართული ოცნება“ იქნება ისეთივე დაღდასმული, როგორიც იყო ყოველთვის. წულუკიანის დატოვება მთავრობაში ოპოზიციისთვის არის კარგი, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, თუმცა სამწუხაროდ, ძალიან ცუდია ქართველი ხალხისთვის. ამიტომ გვწყდება გული, თორემ ჩვენთვის ეს არის საჩუქარი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი, ახალაიები, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, კეზერაშვილი – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შავი სია
შემდეგი სტატიაბიზნესმენის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს