რომან გოცირიძე მთავრობას „ჩაანალიზებას“ სთხოვს

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

რომან გოცირიძე მთავრობას „ჩაანალიზებას“ სთხოვს
„კვლავ მძიმე მდგომარეობაა საგარეო ვაჭრობაში. ექსპორტი ისევ კლებულობს, იმპორტი კი, ერთი შეხედვით, კატასტროფულად იზრდება,“ – ამის თაობაზე „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიის წერვი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე „ფეისქბუსი“ საკუთარ გვერდზე წერს.
ამასთან, გორიცირიძე განმარტავს, რომ იმპორტის ზრდა „უფრო ილუზიაა“: „ იმპორტი, დაახლოებით, ნული პროცენტია წინა წლის ექვს თვესთან შედარებით. ამ ილუზიას C ჰეპატიტის წამლების უფასოდ შემოტანა ქმნის, რომელიც იმპორტში აღირიცხება და არსებითად ცვლის სურათს. არავითარი ანალიზი ამ მხრივ სტატისტიკის სამსახურის მხრიდან, რაც ეს პროგრამა დაიწყო! უნდა ვიმარჩიელოთ, თუ რას უნდა ნიშნავდეს ესა თუ ის ანომალიური გადადახრა. შარშან ამას მივხვდით იმით, რომ უცბად ირლანდია გახდა ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც არასდროს ყოფილა მოწინავეთა სიახლოვეს. წელს კანადა ამხობს რეკორდებს: გახდა ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი იმპორტში და უსწრებს მართლაც, მთავარ პარტნიორებს – თურქეთსა და რუსეთს, ერთად აღებულს. 6 თვეში თითქმის 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა ამ ქვეყნიდან და უნდა ვივარაუდოთ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა C ჰეპატიტის წამლები უნდა იყოს“.
გოცირიძის განმარტებით, წამლების უზარმაზარი ფასი ცალკე თემაა, რაზეც კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. მანამდე კი, გოცირიძე მთავრობას მოუწოდებს, როცა 41 მრჩეველი მხოლოდ პრემიერ-მუნისტრს ჰყავს და ათასობით ადამიანია დასაქმებული ”ეკონომიკურ-სტატისტიკურ” ბლოკში, ცოტა უკეთ ”ჩაგვიანალიზოს“, რა ხდება ამ კუთხით.
„ამაზეა დამოკიდებული ლარის პროგნოზიც და იმიტომაცაა, რომ მთავრობის წინასწარმეტყველებები ძალიან არის დაშორებული რეალობისაგან“, – აღნიშნავს გოცორიძე.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური : საპენსიო რეფორმის შედეგად დაგროვებული თანხის ინვესტირება მოხდება
შემდეგი სტატია”თბილისის მიკროავტობუსი” – კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მიკროავტობუსს ხაზზე გასვლა ეკრძალება