29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

რომან გოცირიძე: მთავრობამ მოსახლეობის აღწერის შედეგები გააყალბა

მთავრობამ მოსახლეობის აღწერის შედეგები გააყალბა. ამ ყალბი მონაცემებით გუშინ პარლამენტში თავს იწონებდა “ოცნების” პრემიერ-მინისტრი,– წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე

,,2025 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები უცხოელების რაოდენობა 257 ათასს შეადგენდა. ახლახან განახლებული მონაცემებით კი ეს რიცხვი 134 ათასამდე შეამცირეს. არც თავდაპირველი რიცხვი იყო ზუსტი-უცხოელთა რაოდენობას შეგნებულად ამცირებდნენ. ახლა კი საერთოდ გაანახევრეს, რათა რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მიგრანტების მზარდი რაოდენობა დამალონ.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილი უძრავი ქონების რაოდენობას გადავხედავთ (რომლის ძირითად ნაწილს რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ), სურათი მკვეთრად განსხვავებული იქნება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობა მკაცრად უნდა დაისაჯოს. მრავალი წელია პოლიტიკურად მგრძნობიარე სტატისტიკას აყალბებენ”,-
წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიასამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს