რომან გოცირიძე: მთავრობა მკითხავთან მისულა

“მთავრობა მკითხავთან მისულა” – წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

“მთავრობა მკითხავთან მისულა: ოთხი წელია ზესტაფონი-ქუთაისის თითქმის დამთავრებული გზა ვერა და ვერ მიგვიყვანია ბოლომდე, იქნებ რაიმე გვიშველოო.

სურამის ციხე ხომ წაგიკითხავთო, სანამ ზურაბი არ ჩააცემენტეს, ხომ გახსოვთ, რომ არაფერი ეშველაო, ნოდარი უნდა ”ჩააცემენტოთ” და გეშველებათო.

დაუჯერეს თურმე. ინფრასტრუქტურის მინისტს ცვლიანო და ორმაგი ეფექტისათვის ყველას უშვებენ მთავრობიდან, ვინც ნოდარად იწოდებაო 🙂

სად იყავით აქამდე თქვე მართლა უნიათოებო, თუ ასეთი მაგარი მკითხავი გყავდათო, გაუფიქრია დონორს და შეჩერებული მილიონებიც გადმოურიცხია.

გზაც აშენდება, მკითხავის ნათქვამიც ახდება!

ახლა ისაა გასარკვევი, გზას იმიტომ გაიყვანენ, რომ მკითხავის ნამკითხავები ახდა თუ იმიტომ ახდა, რომ დონორმა ფული გადმორიცხა, რადგან ენდო მკითხავის ნათქვამს.

მოკლედ, კვერცხისა და ქათმის ამბავივითაა.

მთავარია, რომ ჩააცემენტეს!”, – წერს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: ვნახოთ, როგორი იქნება დავით უსუფაშვილი გაზაფხულზე
შემდეგი სტატიალარი ისევ გაუფასურდა