რომან გოცირიძე: მთავრობა არღვევს კანონს ბიუჯეტის შესახებ

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების ძირითად მიზეზად ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებულ დიდძალ ინვესტიციებსა და სახელწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ზედმეტ ჩარევას მიიჩნევს. მისი განცხადებით, ლარის შემდგომი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და სამინისტროების ოპტიმიზაციაა აუცილებელი.
„დანაკლისია არასაგადასახადო შემოსავლებში, დანაკლისია გრანტებში. არ შემოდის უცხოური კრედიტები, ამიტომ ბიუჯეტი იძულებულია ხარჯოს ძველი ნაშთებიდან. დღეისათვის დახარჯულია 270 მილიონი ლარი, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ეწევა დაუგეგმავ ხარჯებს და შემდეგ იგი აწვება ლარს. მთავრობა არღვევს კანონს ბიუჯეტის შესახებ. შიდა ვალი განსაზღვრულია 200 მილიონი ლარის ოდენობით. მთავრობამ უკვე დღეისათვის სახაზინო ვალდებულებების ემისიით აიღო 290 მილიონი ლარი,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიოსმა ძალოვნებმა ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი”